კულტურის მინისტრის მოადგილეები 2025 წლის „საბავშვო ევროვიზიის“ გენერალურ რეპეტიციას დაესწრნენ

კულტურის მინისტრის მოადგილეები – გიორგი მირცხულავა და თეიმურაზ გამცემლიძე 2025 წლის „საბავშვო ევროვიზიის“ გენერალურ რეპეტიციას დაესწრნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „საბავშვო ევროვიზია 2025“-ის ფინალური შოუ 13 დეკემბერს, 20:00 საათზე, ოლიმპიურ ქალაქში გაიმართება. საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი წარადგენს.
2025 წლის „საბავშვო ევროვიზია“ კულტურის სამინისტროს, “Starring Georgia-სა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით ხორციელდება.
ფინალური შოუ 20 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა. საბავშვო ევროვიზიას ყოველწლიურად, საშუალოდ, 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები