საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე ხმის მიცემა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემა არის უფასო და ხორციელდება აღნიშნული ბმულის მეშვეობით – https://vote.junioreurovision.tv/

გადადით ბმულზე, დააჭირეთ See Video, უყურეთ მოკლე კოლაჟს და აარჩიეთ თქვენი ფავორიტი სამი მომღერალი, საქართველო და ნებისმიერი 2. დააჭირეთ ღილაკს Vote! ხმის მიცემა შესაძლებელია 1 ტელეფონიდან და 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ.

ხმის მიცემა შეწყდება 13 დეკემბრის 20:00 საათზე და განახლდება 15 წუთით სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ.

წინასწარი გამოკითხვით საქართველო ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტია, გახდება თუ არა საქართველო უკვე მეხუთედ ევროვიზიის გამარჯვებული სრულად დამოკიდებული იქნება ხმის მიცემის მობილიზებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები