ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის ცენტრალური ბანკის ევროპაში არსებული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ევროკავშირი დათანხმდა… განუსაზღვრელი ვადით გაყინოს რუსეთის ცენტრალური ბანკის ევროპაში არსებული აქტივები“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევრობლოკის მთავრობები შეთანხმდნენ 210 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივების გაყინვაზე.