ნინო წილოსანი: ახალგაზრდა თაობა არის ის მთავარი რამ, რაზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი

გენდერული თანასწორობის თაობაზე ცნობიერების ამაღლება იყო მსჯელობის მთავარი თემა 126-ე სკოლის მოსწავლეებთან დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ესაუბრა და ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობის კუთხით თანამედროვე მიდგომებზე იმსჯელა.

„მათი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იყო. ახალგაზრდა თაობა არის ის მთავარი რამ, რაზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭო მოსწავლეებთან შეხვედრას სისტემატურად გეგმავს. შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები