შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მობილიზებულები არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მობილიზებულები არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი – ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- გომის მიმართულებით. შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები