მიხეილ სარჯველაძე: სისხლიანი რევოლუციების შემოქმედების იქით აღარც ტვინი უმუშავებთ, აღარც ფანტაზია აქვთ
“სისხლიანი რევოლუციების შემოქმედების იქით აღარც ტვინი უმუშავებთ, აღარც ფანტაზია აქვთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები ახალგაზრდებს საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიის ჩატარებაში ატრენინგებენ.
“როგორც ჩანს, მათი წარმოდგენით, აქ ვიდრე სისხლი არ დაიღვრება, რაღაც უბედურება არ მოხდება და ბომბები არ ჩამოცვივდება, მანამდე ისინი საკუთარ შანსებს ხელისუფლებაში მოსვლისთვის და პოლიტიკური წარმატების მიღწევისთვის ვერც აღიქვამენ. ასეთი ნარატივის განვითარება, ასეთი დესტრუქციული და სისხლიანი დღის წესრიგის შეთავაზება არის ის, რიგ გამოც არჩევნებზე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი სრულიად არიან გაბანკროტებულები“, – აღნიშნავს სარჯველაძე.