ძლიერი ხანძარი ჰამბურგში – მოსახლეობას შხამიანი ღრუბლის შესახებ აფრთხილებენ

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ძლიერი ხანძარია, როგორც ცნობილია იწვის რამდენიმე საწყობი. კვამლის საშიში ღრუბელი ქალაქის ცენტრისკენ მიემართება.

ხანძარი დღეს, 9 აპრილს, გამთენიისას გაჩნდა. სახანძრო ჯგუფები ხანძრისა და დაკვამლიანების გამო დიდ საშიშროებაზე საუბრობენ. ძლიერი ქარის ზემოქმედების შედეგად კვამლის ღრუბელი ახლა ქალაქის ცენტრისკენ მიემართება.

„ჰამბურგის ცენტრი მთლიანად დაბნელებულია“, – განაცხადა ჰამბურგის სახანძრო დაცვის წარმომადგენელმა.

სახანძრო სამსახურს არ გააჩნია ინფორმაცია ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ და არც ის არის ცნობილი კონკრეტულად რა იწვის ამ ობიექტებზე. სახანძრო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში დაკვამლიანება კლასიფიცირდება, როგორც „უაღრესად საშიში“, მას შხამიანს უწოდებენ.

მოსახლეობას მოუწოდებენ დახურონ ფანჯრები, გამორთონ კონდიცირების სისტემები და თავი დაიცვან კვამლისგან. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქალაქთაშორისო მიმოსვლა ჰამბურგთან შეჩერებულია, ასევე სახანძრო სამსახურმა ქალაქში გადაადგილება შეზღუდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები