ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა გაუშვეს
სირიიდან ისრაელის ტერიტორიაზე სამი რაკეტა იქნა გაშვებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას NBC ისრაელის ჯარზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გაშვებული რაკეტებიდან მხოლოდ ერთი ჩამოვარდა ისრაელის ტერიტორიაზე – გაშლილ სივრცეში, გოლანის მაღლობში. ისრაელის ახალი ამბების სააგენტო Kan-ის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა იორდანიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
მოგვიანებით, სირიის ტერიტორიიდან კიდევ სამი რაკეტა გაუშვეს. პასუხისმგებლობა სარაკეტო გაშვებაზე ისრაელის მიმართულებით თავის თავზე აიღო დაჯგუფებამ „ბრიგადა ალ-კუდსმა“.