ენტონი ბლინკენი: ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს, მაგრამ ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი შეუძლებელია

ამ ეტაპზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამორიცხავს რაიმე სახის მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი ახლა შეცდომა იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ცდილობს დაარწმუნოს კიევი ზავზე, მოსკოვის სასარგებლოდ დათმოს თავისი ტერიტორიების ნაწილი.

„ზოგიერთისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შესაძლოა მაცდური იყოს – და მე ამის მესმის. მაგრამ თუ ეს პრაქტიკულად ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რატიფიცირებას, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, – ციტირებს ბლინკენს გერმანული გამოცემა  Tagesschau.

მისი თქმით, რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ასეთი შესვენებები, რომ ძალები მოიკრიბოს და რაღაც დროის მერე თავიდან დაესხას თავს.

„რუსეთი უნდა მივიდეს იმ წერტილამდე როდესაც მზად იქნება კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები