რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს

რუსებმა სუმის რეგიონის სასაზღვრო ქალაქი სერედინა-ბუდა დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჩრდილოეთის“ ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

„რუსული ჯარები აგრძელებენ სუმის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვას. კერძო სახლებს ვერტმფრენიდან გასროლილი 4 რაკეტა მოხვდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია  ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები