ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ 2021 წელს დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

US President Joe Biden speaks at a news conference with French President Emmanuel Macron on Thursday, December 1. (Al Drago/Bloomberg/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის აპრილში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გახანგრძლივდება. შესაბამისი დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია 2021 წლის 15 აპრილს აშშ-ის მიერ 10 რუსი დიპლომატის გაძევებასა და არჩევნებში ჩარევისა და კიბერაქტივობის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე. შეერთებულმა შტატებმა ასევე შეზღუდა თანამშრომლობა რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო აშშ-ის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები