„ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმის დეოკუპაცია უკრაინის უალტერნატივო მიზანია.

„არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, სწორედ ყირიმში უკრაინული და ყირიმულ თათრული თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა ყირიმში რუსული დროშის ქვეშ ბოროტება სუფევს – დამცირება, რეპრესიები, მკვლელობები და ომი.

„მაგრამ იქ, სადაც ბოროტების გზა დაიწყო, დარწმუნებული ვარ სწორედ იქ გველის ამ ბოროტებაზე გამარჯვება. ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. დარწმუნებული ვარ ამაში. მსოფლიოში წესრიგისთვის, რომელიც გაეროს კონვენციებსა და ქარტიას ეყრდნობა, და არა მკვლელების, მოძალადეების, მძარცველების კრიმინალურ ჩვევებს, რომელთა გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები