“უკრაინა თავისი ტერიტორიებით არ ვაჭრობს” – კიევში ყირიმის დათმობის, ბრაზილიის პრეზიდენტის შეთავაზებას უპასუხეს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა, ომის დასრულების მიზნით, უკრაინას რუსეთისთვის ყირიმის დათმობას სთავაზობს.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის მთელი ტერიტორიის წართმევას ვერ შეძლებს, მაგრამ „ყირიმის საკითხი შესაძლოა, განიხილებოდეს“.

„უკრაინის პრეზიდენტსაც შეუძლებელია, ყველაფერი უნდოდეს. მსოფლიოს სიმშვიდე სჭირდება სიმშვიდე. გადაწყვეტილება უნდა იყოს ნაპოვნი”, – თქვა პოლიტიკოსმა.

და სილვას განცხადებას უკრაინის საგარეო უწყებამ უპასუხა.

აღნიშნულია, რომ კიევის აფასებს ბრაზილიის პრეზიდენტის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსული აგრესიის შეჩერების გზის პოვნისკენ.

“ამავდროულად, მკაფიოდ უნდა აღინიშნოს: უკრაინა თავისი ტერიტორიებით არ ვაჭრობს. უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით გაწეული ნებისმიერი შუამავლობა უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას, გაერო-ს წესდების პრინციპების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები