რუსული თვითმფრინავი ერაყის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს
ერაყმა თავის საჰაერო სივრცეში, ახსნა-განმარტების გარეშე, ავიაკომპანია “როსიას” თვითმფრინავი არ შეუშვა.
ამის შესახებ ავიაკომპანიაში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ Boeing 737 რეისს ეკატერინბურგიდან შარმ-ელ-შეიხში ასრულებდა და მას ფრენის ყველა ნებართვა ჰქონდა. თუმცა, საბოლოოდ, ის ერაყის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცეში რამდენიმე წრე გააკეთა და სოჭის ალტერნატიულ აეროდრომზე დაეშვა.
გვიან ღამით ფრენის ნებართვა გაიცა. რეისმა 4 საათით დააგვიანა.