“რუსეთი არასდროს ერევა არცერთი ქვეყნის არჩევნებში” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში არ ერევა.
ამის შესახებ მან ანკარაში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, თუ როგორ აფასებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.
„რუსეთის ფედერაცია არასოდეს ერევა საშინაო საქმეებში ან თუნდაც დისკუსიებში, რომლებიც მიმდინარეობს კონკრეტულ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, რომლებიც ახორციელებენ დემოკრატიულ პროცედურებს. ეს არის თითოეული ქვეყნის სუვერენული საქმე, მათ შორის, ისეთი განვითარებული დემოკრატიული ქვეყნის, როგორიცაა თურქეთის რესპუბლიკა“, – თქვა მან.