ლავროვმა უკრაინასთან მოლაპარაკებების პირობა დაასახელა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებები მხოლოდ რუსეთის ლეგიტიმური ინტერესებისა და შეშფოთების გათვალისწინებას შეიძლება, ეფუძნებოდეს, რომლებიც ამპარტავნად იქნა იგნორირებული.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც პრეზიდენტმა, ასევე რუსეთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს მოლაპარაკებები შეიძლება, რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე მოხდეს, რუსეთის ლეგიტიმურ შეშფოთებებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ლავროვმა.

მან გაიხსენა, რომ რუსეთის შეშფოთება დასავლეთის ქვეყნებმა უგულებელყვეს.

„ამიტომ, როდესაც ზოგიერთი საერთაშორისო ექსპერტი, გარკვეული ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ, წამოაყენონ ინიციატივები, რომლებიც მიმართულია იმაზე, რომ: „მოდით, ახლა რუსეთი დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან“ – ეს არის იმ სიტუაციის სიმპტომი, რომელიც შექმნილია შეერთებული შტატების ხაზის შესაბამისად და რომელიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში სრული ჰეგემონიის დამყარებაზე. საუბარი უნდა იყოს იმაზე, რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყველას გვჭირდება, ერთი ჰეგემონის ცალმხრივი მსოფლიო წესრიგის ნაცვლად”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები