გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულსა და ლენტეხში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული ჰქონდა ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ტერიტორიიდან ამოღებულია კაკლის სახეობის 7 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და თხმელას (მურყანი) სახეობის 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში კი, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
ტერიტორიიდან ამოღებულია 20 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები