რომის პაპი უკრაინას სააღდგომო ზავისკენ მოუწოდებს
რომის პაპმა ფრანცისკე უკრაინაში ორკვირიანი ზავის 9 აპრილიდან – 22 აპრილამდე გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ რუსულ მედიას ძველმორწმუნეთა მსოფლიო კავშირის (ARC) თავმჯდომარემ, ლეონიდ სევასტიანოვმა განუცხადა, რომელიც პონტიფიკოსთან მიმოწერას აწარმოებს.
“შემდეგ კვირა დღეს კათოლიკური აღდგომაა, კიდევ ერთ კვირაში მართლმადიდებლური აღდგომაა. პაპი ფრანცისკე გვთავაზობს, რომ აღდგომის დროს უკრაინაში საომარი მოქმედებები ორი კვირით შეწყდეს და ითხოვს ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ეს ისეთი გამაერთიანებელი სიმბოლოა, რომ ერთი აღდგომა მეორე აღდგომას მოსდევს”, – თქვა მან.