სოფელ მუცოს ელექტრომომარაგების პროექტი იწყება

ენერგეტიკის სამინისტრო დუშეთის მუნიცილეტიტეტის სოფელ მუცოში, 100 კვტ სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მუცოს ელექტრომომარაგების პროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად განხორციელდება.
პროექტის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2014 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ციხე-ნამოსახლარის (მუცოს) სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები