პუტინმა ბჟანიას დაბადების დღეზე დეპეშა გაუგზავნა
კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას დაბადების დღის მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.
ბჟანიას დღეს 60 წელი შეუსრულდა.
დეპეშაში აღნიშნულია, რომ რუსეთში ბჟანიას იცნობენ, როგორც ორ “ქვეყანას შორის სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების თანმიმდევრულ მხარდამჭერად”.
“მოუთმენლად ველი თქვენთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას და ერთობლივ მუშაობას – რუსეთისა და აფხაზეთის მეგობარი ხალხების საკეთილდღეოდ. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში”, – ნათქვამია დეპეშაში.