საგარეო უწყებამ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებისთვისაც საქართველოს უვიზო რეჟიმი ექნება

2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს ახალი კანონი. საქართველოს ვიზა გაიცემა მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზეც. საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როცა უცხოელი ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს; საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, ; მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (5 დღე) შემთხვევაში.
მოკლევადიანი მიზნებისათვის განხორციელებული ვიზიტებისათვის საქართველოში ყოფნის ვადა განისაზღვრა 90 დღით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება როგორც სავიზო, ისე იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომლებიც გათავისუფლებული არიან მოკლევადიანი ვიზის მიღების ვალდებულებისგან.
საგარეო უწყებამ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებისთვისაც საქართველოს უვიზო რეჟიმი ექნება:

1          ავსტრალიის თანამეგობრობა

2          ავსტრიის რესპუბლიკა

3          აზერბაიჯანის რესპუბლიკა

4          ალბანეთის რესპუბლიკა

5          ამერიკის შეერთებული შტატები

6          ანდორის სამთავრო

7          ანტიგუა და ბარბუდა

8          არაბთა გაერთიანებული საამიროები

9          არგენტინის რესპუბლიკა

10        ახალი ზელანდია

11        ბარბადოსი

12        ბაჰრეინის სამეფო

13        ბაჰამის თანამეგობრობა

14        ბელარუსის რესპუბლიკა

15        ბელგიის სამეფო

16        ბელიზი

17        ბოსნია და ჰერცეგოვინა

18        ბოტსვანის რესპუბლიკა

19        ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

20        ბრუნეი-დარუსალამი

21        ბულგარეთის რესპუბლიკა

22        გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

23        დანიის სამეფო

24        დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია

25        დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

26        დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი;

27        დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი

28        დომინიკის რესპუბლიკა

29        ელ-სალვადორი

30        ეკვადორის რესპუბლიკა

31        ესპანეთის სამეფო

32        ესტონეთის რესპუბლიკა

33        თურქეთის რესპუბლიკა

34        თურქმენეთი

35        იაპონია

36        ირლანდიის რესპუბლიკა

37        ისლანდია

38        ისრაელის სახელმწიფო

39        იტალიის რესპუბლიკა

40        კანადა

41        კატარის სახელმწიფო

42        კვიპროსის რესპუბლიკა

43        კოლუმბიის რესპუბლიკა

44        კორეის რესპუბლიკა

45        კოსტა-რიკის რესპუბლიკა

46        ლატვიის რესპუბლიკა

47        ლიტვის რესპუბლიკა

48        ლიბანის რესპუბლიკა

49        ლიხტენშტაინის სამთავრო

50        ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

51        მავრიკის რესპუბლიკა

52        მალაიზია

53        მალტის რესპუბლიკა

54        მექსიკის შეერთებული შტატები

55        მონაკოს სამთავრო

56        მოლდოვის რესპუბლიკა

57        მონტენეგრო

58        ნიდერლანდების სამეფო

59        ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები

60        ნორვეგიის სამეფო

61        ომანის სასულთნო

62        პანამის რესპუბლიკა

63        პოლონეთის რესპუბლიკა

64        პორტუგალიის რესპუბლიკა

65        რუმინეთი

66        რუსეთის ფედერაცია

67        საბერძნეთის რესპუბლიკა

68        სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

69        სან-მარინოს რესპუბლიკა

70        საუდის არაბეთის სამეფო

71        საფრანგეთის რესპუბლიკა

72        საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია

73        სეიშელის კუნძულები

74        სენტ-ვისენტი და გრენადინები

75        სერბეთის რესპუბლიკა

76        სინგაპურის რესპუბლიკა

77        სლოვაკეთის რესპუბლიკა

78        სლოვენიის რესპუბლიკა

79        სომხეთის რესპუბლიკა

80        ტაილანდის სამეფო

81        ტაჯიკეთის რესპუბლიკა

82        უზბეკეთის რესპუბლიკა

83        უკრაინა

84        უნგრეთი

85        ფინეთის რესპუბლიკა

86        ქუვეითის სახელმწიფო

87        ყირგიზეთის რესპუბლიკა

88        ყაზახეთის რესპუბლიკა

89        შვედეთის სამეფო

90        შვეიცარიის კონფედერაცია

91        ჩეხეთის რესპუბლიკა

92        წმინდა საყდარი

93        ხორვატიის რესპუბლიკა

94        ჰონდურასის რესპუბლიკა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.
იგივე წესი ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კონკრეტული ვადები (აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი).
საქართველოს ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მოკლევადიანი ერთჯერადი ვიზა გაიცემა მაქსიმუმ 30 დღით. მოკლევადიანი მრავალჯერადი ვიზა შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 5 წლის მოქმედების ვადით. მოკლევადიანი ვიზის ხანგრძლივობის მიუხედავად, უცხელის საქართველოში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღეს.
უცხოელზე, რომელსაც სურს საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ვადით ყოფნა სამუშაო/სამეწარმეო, სწავლის თუ ოჯახის გაერთიანების მიზნით და აკმაყოფილებს გრძელვადიანი ვიზის მიღების პირობებს, გაიცემა გრძელვადიანი ვიზა. გრძელვადანი ვიზა გაიცემა 90 დღის მოქმედების ვადით და არის შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის ან დიპლომატიური აკრედიტაციის მიღების წინარპირობა. გრძელვადიანი მიზნით მომავალ ნებისმიერ უცხოელს საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები