გიორგი მარგველაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 3 სექტემბერს ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტს შეხვდება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის დეტალები საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, გიორგი აბაშიშვილმა და ბრუნო ბალვანერამ ხაზგასმით აღნიშნეს ამ შეხვედრის მნიშვნელობა, ასევე ყურადღება გაამახვილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებაში.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას დაეთმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები