„მზად ვართ, უკრაინიდან საქართველოში პაციენტები გადმოვიყვანოთ“

ქართული მხარე მზადაა უკრაინიდან საქართველოში პაციენტების გადმოყვანა მოხდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერკეენკომ განაცხადა.
როგორც მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, საქართველო ასევე მზადაა უკრაინას დაეხმაროს როგორც ექიმების, ისე მედიკამენტების გაგზავნით.
“ჩვენ მთელი ეს პერიოდი გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. გამოხატული გვაქვს მზადყოფნა დავეხმაროთ მეგობარ სახელმწიფოს ნებისმიერი სახით – როგორც ექიმებით, ისე მედიკამენტების გაგზავნით, საქართველოში სამკურნალოდ, ან სარეაბილიტაციოდ პაციენტების გადმოყვანით. როგორც ბოლო კომუნიკაციის ფარგლებში შევთანხმდით, პირველ ეტაპზე შედგება ვიზიტი საჭიროებების განსაზღვრისთვის, ამიტომ მე გამთენიისას გავემგზავრები უკრაინაში და ხვალ გვექნება შეხვედრები. განვსაზღვრავთ სამოქმედო გეგმას, როგორც შეგვიძლია დავუჭიროთ უკრაინას მხარი ჰუმანიტარული მისიით”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები