თურქული მედია საქართველოში ისრაელის საელჩოზე დაგეგმილ ტერაქტთან დაკავშირებულ ახალ დეტალებს აქვეყნებს

თურქი სამართალდამცავების დასკვნის მიხედვით, თბილისში, 2012 წლის თებერვალში ისრაელის საელჩოზე დაგეგმილ ტერაქტთან ირანის მფარველობის ქვეშ მყოფ ტერორისტულ ორგანიზაციას ჰქონდა კავშირი.
თურქული გამოცემა Today’s Zaman-ის ცნობით, სამწლიანი მუშაობის შედეგად, გამოძიება მივიდა დასაკვნამდე, რომ საქართველოში ისრაელის საელჩოზე დაგეგმილ ტერაქტში დაკავშირებულია “ტაჰიდ სალამის” ქსელი, რომელიც ირანული რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) სასარგებლოდ მუშაობს.
როგორც თურქული გამოცემა იუწყება, “ტაჰიდ სალამის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნასერ გაფარიმ საქმეში მთავარ ეჭვმიტანილს დაავალა თბილისში გამომგზავრება. გამოძიების ინფორმაციით, ნასერ გაფირი სარგებლობდა დიპლომატიური პასპორტით, რომელიც ირანის საკონსულოზე იყო მიერთებული.
ამ დროისთვის გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომელიც მოპოვებულია ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ელექტრონული ფოსტიდან. ერთ-ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილია ამ ტერაქტში, თბილისში შემოვიდა 2011 წლის 2 ნოემბერს და გადმოკვეთა ართვინი-სარფის საზღვარი, ხოლო 2011 წლის 13 ნოემბერს საქართველოდან გავიდა. 2012 წელს საქართველოში მდებარე ისრაელის საელჩოზე აფეთქება მზადდებოდა. საელჩოს თანამშრომელმა რომან ხაჩატურიანმა საკუთარი მანქანის ქვეშ აღმოაჩინა ნაღმი, რის შესახებაც პოლიციას შეატყობინა. ქართველმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა მოახერხეს და ტერაქტი აღკვეთეს. იმავე პერიოდში აფეთქება მოხდა ინდოეთში ისრაელის საელჩოსთან. დელიში ისრაელის საელჩოზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები