„აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური და კონსტიტუციური“

ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვინც კონკრეტულ მომენტში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ლიდერის პოზიციაზე იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
როგორც უმრავლესობის წევრი ჟურნალისტებთან აცხადებეს, აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური და კონსტიტუციური.
“თუმცა, ჩვენმა ხელისუფლებამ ხაზგასმით თქვა, ზუსტად ისე, როგორც ყველა ხელისუფლებამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვინც კონკრეტულ მომენტში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ლიდერის პოზიციაზე იქნება. ინადან საუბარს და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამრიგად, ის არ არის ჩვენთვის პრეზიდენტი, არჩევნების შედეგად მოსული ლიდერი, თუმცა იქ დღეს მცხოვრები მოსახლეობის ლეგიტიმური ლიდერია. შესაბამისად, ის არის მხარე, რომელთანაც ნებისმიერ დიალოგში, ჟენევის ფორმატში თუ სხვა, ქართული მხარე მზად არის, ისუბროს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა. ”არჩევნებში” რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები