არჩილ თალაკვაძე: კეზერაშვილის საჯარო განცხადებები პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს

“დავით კეზერაშვილის საჯარო განცხადებები პირდაპირ შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს, რადგან მან თქვა, რომ ოპოზიციას და შესაძლოა, მედიას მხარს უჭერს სხვადასხვა ფორმით, რაც ოპოზიციურ პარტიებს დეკლარირებული არ აქვთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა განმარტებები უნდა გააკეთონ, რადგან მათი დუმილი კითხვებს აჩენს.

„ოპოზიციურმა პარტიებმა მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთონ, რაც ჯერ არ მოგვისმენია. მათი დუმილი უფრო მეტ კითხვას აჩენს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდანაც გაკეთდა ფინანსებზე განცხადება, როცა მელია-ხაბეიშვილის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. მაშინაც წამოაძახეს ერთმანეთს კეზერაშვილის დაფინანსების შესახებ. ეს განცხადებები პირდაპირ შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს, რასაც ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები