გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი პატრონები უკვე აღარც მალავენ, რომ ქვეყანაში რევოლუციის მიღწევას ცდილობენ

“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი პატრონები ქვეყანაში არეულობის, რევოლუციის მიღწევას ცდილობენ.

„რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი პატრონები უკვე აღარც მალავენ, რომ ქვეყანაში არეულობის, რევოლუციის მიღწევას, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასა და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ. რაც დრო გადის, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ყველა ხვდება, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით მუქარა უკვე ვეღარ მუშაობს და ამას ეფექტი აღარ ექნება, რადგან ყველა მონაცემით, მათ შორის, ევროკომისიის დასკვნებით, საქართველო პირველია და თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატის სტატუს, ეს საქართველოა. სტატუსის არმოცემით, რა თქმა უნდა, საზოგადოება ნეგატიურად განეწყობა, ოღონდ – ოპოზიციის მიმართ“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები