ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილისგან დანაშაული არავის უკვირს, რადგან არის სისხლიანი, კორუმპირებული ოლიგარქი

„მისგან დანაშაული არავის უკვირს, რადგან არის სისხლიანი, კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, ქვეყანაში ვითარება მაქსიმალურად არიოს, ამას წლებია ცდილობს და რა თქმა უნდა, ამ მიზანს ვერ მიაღწევს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დავით კეზერაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილი კრიმინალია.

“ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. როგორც მოგეხსენებათ, დაუშვებელია პოლიტიკური ძალების დაფინანსება გადაჭარბებული ოდენობით, კონკრეტული ლიმიტებია ქართული კანონმდებლობით. მისგან დანაშაული არავის უკვირს, რადგან არის სისხლიანი, კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – ქვეყანაში ვითარება მაქსიმალურად არიოს, ამას წლებია ცდილობს და, რა თქმა უნდა, ამ მიზანს ვერ მიაღწევს.

ამ კაცის განცხადებები სამარცხვინოა, რადგან ყველამ იცის, რა მასშტაბის კორუმპირებული კაცია კეზერაშვილი. მან ფული რის ხარჯზე იშოვა? – ეს იყო ბიზნესის რეკეტი, პირველი და მთავარი დანაშაული. რამდენად სისტემური იყო ბიზნესის რეკეტი, ეს ყველას ახსოვს. ის ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ ბიზნესის ძარცვა და რეკეტი გააგრძელა არაფორმალური ოპოზიციიდან. მან ასევე გაძარცვა ქართული ჯარი და ამჟამადაც, ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ის სამი მიმართულებით ფულს შოულობდა, რაც სამივე ერთმანეთზე სამარცხვინო ამბავია“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები