რამდენი ქვეყნისთვის იმოქმედებს საქართველოში უვიზო რეჟიმი?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, დღეს დამტკიცდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნების რაოდენობა 94-ს შეადგენს, მაშინ როდესაც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პურთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, უვიზო რეჟიმით 118 ქვეყანა სარგებლობდა. როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონი პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
იმ ქვეყნების სიას კი, რომელთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.
118 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით უვიზოთ ყოფნა შეეძლოთ. იმ ქვეყნების სია კი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზები არ დასჭირდებათ კანონის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებით იქნება განსაზღვრული. ასეთ სახელმწიფოთა მოქალაქეებს ნაცვლად – 360 დღისა ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ.
თუკი აქამდე არსებული კანონის თანახმად, ქართული ვიზების აღება შესაძლებელი იყო ქვეყანაში შემოსვლისას – საზღვარზე, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ახლა ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები