ირაკლი კობახიძე: მაინცდამაინც ასეთი უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა – კეზერაშვილიც დეგრადირებულია
„რეალურად, იქიდანაც ჩანს კეზერაშვილის ბუნება, რომ მან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩია ლევან ხაბეიშვილი. მას სხვანაირ ადამიანებთან არ შეუძლია ურთიერთობა, სხვანაირი ადამიანების მართვა არ შეუძლია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი უინტელექტო ადამიანია.
“მაინცდამაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. ეს ძალიან ლოგიკურია გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ კეზერაშვილი არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი“, – აცხადებს კობახიძე.