პაატა მანჯგალაძე: კარგი იქნებოდა, დავით კეზერაშვილისნაირი ძლიერი სპონსორი ჰყავდეს „სტრატეგია აღმაშენებელს“

კარგი იქნებოდა, დავით კეზერაშვილისნაირი ძლიერი სპონსორი ჰყავდეს „სტრატეგია აღმაშენებელს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„კარგი იქნებოდა, ასეთი ძლიერი სპონსორი ჰყავდეს „სტრატეგია აღმაშენებელს“. სამწუხაროდ, იმ ხალხის მიმართაც კი, ვინც გვაფინანსებდა, დევნა დაიწყო აუდიტის სამსახურმა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა აღიარა განაცხადა, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში.

„ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები