“კარგი იქნება, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“

კარგი იქნება, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრის უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებით დაინტერესდა.
პრემიერს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუმარტა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და რამდენიმე სპეციალისტთან ერთად ხვალ მიემგზავრება უკრაინაში და საჭიროების შესაბამისად მუშაობას შეუდგება.
ფინანსთა მინისტრმა კი პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს საქართველოში ჩამოდის უკრაინის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საგამოძიებო სამსახურების დელეგაცია, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს გამოცდილებას გაეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ კოლეგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები