დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისივე განმარტებით, უკრაინაში გამგზავრების მიზანია დაჭრილებისა და დაზარალებულთა მკურნალობაში დახმარება.
“ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრთან, როგორც ახლანდელთან, ისე მის წინამორბედთან, სულ გვქონდა კომუნიკაცია და მხარდაჭერის შეთავაზება. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ჩავიდოდა რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც ადგილზე კონსულტაციებით დაადგენდა სამოქმედო გეგმას. გადავწყვიტე, რომ მე თვითონ წავიდე, წამოვა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ხვალ დილით მივდივართ და ხვალიდანვე უკვე შეხვედრებს გავმართავთ”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები