მიხეილ სარჯველაძე: წარმოუდგენელია, ვცხოვრობდეთ საზოგადოებაში, სადაც თუ ვინმე ჩათვლის, რომ წმინდაა ის იდეა, რომლის სამსახურშიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ დაუშენს სხვებს, ეს სწორად მიგვაჩნდეს
„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და კანონსაწინააღმდეგო ფორმით გამოხატვა არის დაუშვებელი, მიუღებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როგორიც არ უნდა იყოს ჰაბიტუსით, გარეგნობით, რა სქესის, რა ეროვნების, რა რელიგიის, ამას არ აქვს მნიშვნელობა – [დამნაშავე] უნდა დაისაჯოს. წარმოუდგენელია, ვცხოვრობდეთ საზოგადოებაში, სადაც თუ ვინმე ჩათვლის, რომ წმინდაა ის იდეა, რომლის სამსახურშიც ის ადგება და მოლოტოვის კოქტეილებს დაუშენს სხვებს, ეს სწორად მიგვაჩნდეს. არ შეიძლება ასე. ლეტალურია ეს [მოლოტოვის კოქტეილი]. წარმოვიდგინოთ, რომ ავტომატი მოიტანა ვიღაცამ და ცეცხლი გაუხსნა პოლიციას. დადგებიან მერე ბოკერია, ფონ კრამონი და იტყვიან, რომ ეს დემოკრატიის მოტივებიდან გამომდინარე გამართლებული იყოს? რა გამოდის, იცით? შეიძლება სადღაც რაღაც ტერორისტულ ორგანიზაციასაც მიაჩნია, რომ მისი მოტივი გონივრულია. ასეთივე აზროვნების ხალხია, როგორც ჩანს, ხალხი, რომელიც დღეს ცდილობს შეგნებულად გაამართლოს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა პოლიციელების წინააღმდეგ“, – განაცხადა სარჯველაძემ.