ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირს სურს საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, ვითარების დამშვიდება, აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ
თუ ევროკავშირს სურს საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, ვითარების დამშვიდება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მათ ინტერესებშია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათ პირდაპირ აქვთ გათვლა იმაზე, რომ დეკემბერში ევროკავშირი ისევ მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას და ეს უნდა გამოიყენონ, მათი გათვლებით, ვითარების არევისთვის, ხელისუფლების შეცვლისთვის. აქედან გამომდინარე, ისინი მთლიანად ორიენტირებულები არიან არა იმაზე, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არამედ პირიქით, იმაზე რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაზეც ჰქონიათ რომ დაიწერენ პოლიტიკურ ქულებს და მიაღწევენ სასურველ შედეგს, რაც მათთვის არის ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, ამ გეგმებს არ უწერია აღსრულება. ნებისმიერი მათი გათვლა წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.