გიორგი ამილახვარი: როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით – დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები

როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით – დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან მაინტერესებს, ჩემი მოადგილის CV-დან თუ წარსულიდან ეს ამოიკითხეს? მერე რა, რომ ადამიანი 6 თუ 7 წლის წინ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. იმას რატომ არ ამბობენ, რომ ბოლო 5-6 წელია ადამიანი განათლების სისტემაში მუშაობს. გავიხსენოთ მანდატურის სამსახური, რომელიც იყო ზედამხედველი, მაკონტროლებელი და დასმენის ინსტიტუტის დამმკვიდრებელი. ამ ადამიანმა ეს სისტემა სრულიად გარდაქმნა – დღეს მანდატური არის ბავშვის, მასწავლებლისა და მშობლის მეგობარი“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები