აშშ-ს მაღალჩინოსნები რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ კვლავ მოუწოდებენ
„ახლა ის დრო არ არის, რომ ამერიკელები რუსეთი იმყოფებოდნენ. თუკი თქვენ რუსეთში, რაიმე საქმეზე, დასასვენებლად, ნებისმიერი მიზეზით – ქვეყანა ახლავე უნდა დატოვოთ. რუსეთი არ არის თქვენთვის საუკეთესო ადგილი, მაშინაც კი თუ იქ მომუშავე ჟურნალისტი ხართ. რუსეთში ახლა მტრულად განწყობილი ვითარებაა ამერიკის მოქალაქეებისთვის. თუკი თქვენ მანდ ხართ – დროა წამოხვიდეთ“, – განაცხადა კირბიმ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადებით რამდენიმე დღის წინ ასევე გამოვიდა თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკელებისთვის უსაფრთხო არ არის.