უკრაინულმა სამხედრო-პატრიოტულმა დაჯგუფებამ ქართველ მოხალისეთა ფოტო გამოაქვეყნა

უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლ “უნსო”-ს ბატალიონის ფეისბუქის გვერდზე, მათ რიგებში მებრძოლი ქართველი მოხალისეების ფოტო გამოქვეყნდა.
გასაგები მიზეზების გამო ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული არ არის ქართველი მებრძოლების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, თუმცა მასზე დართული წარწერიდან ირკვევა, რომ ეს ნამდვილად ქართველ მოხალისეთა ჯგუფია. შეგახსენებთ “უნსო” ცნობილი უკრაინული სამხედრო – პატრიოტული დაჯგუფებაა, რომლის წარმომადგენლებიც აფხაზეთის ომის დროს საქართველოს მხარდასაჭერად იბრძოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები