“რუსმა ოკუპანტებმა ბუჩაში 1,4 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათგან 37 ბავშვია” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ბუჩაში ​1,4 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა.

“ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. 1,4 ათასზე მეტი დაღუპული, აქედან 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებში და წამების კამერებში. 9 ათასი სამხედრო დანაშაული. 365 დღეა, რაც ის ისევ თავისუფალი უკრაინული ქალაქია. ოკუპანტი ქვეყნის არმიის სისასტიკის სიმბოლოა. ამას არასოდეს ვაპატიებთ. ყველა დამნაშავეს დავსჯით”, – დაწერა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები