საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ლოგოს შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 26 აგვისტოდან აცხადებს კონკურსს ლოგოს შესარჩევად. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, შინაარსობრივად ლოგო (ან ლოგოს ესკიზი) უნდა ასახავდეს მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის სპეციფიკას, უნდა იყოს ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური.
“თავდაპირველად მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG და PNG ფაილის სახით, დამტკიცების შემთხვევაში კი – ვექტორულ-გრაფიკულ (EPS) და PDF ფორმატში. “კონკურსანტის მიერ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია: დასკანერებული ხელმოწერილი წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ არის საკუთარი ნამუშევარი, არ მიუბაძავს სხვისთვის ან არ გამოუყენებია წინა დიზაინი, მათ შორის საკუთარიც; ლოგოს JPEG და PNG ფაილები;  საკონტაქტო ინფორმაცია. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 8 სექტემბერი, 18:00 საათი. დაგვიანებით წარდგენილი შეთავაზებები არ განიხილება. კონკურსანტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@geo.gov.ge კონკურსის დასრულების შემდეგ, საუკეთესო ლოგოს (ლოგოს ესკიზსს) სპეციალური კომისია გამოავლენს. გამარჯვებულ კონკურსანტთან „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გაფორმდება ხელშეკრულება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები