“პრეზიდენტის ოპოზიციაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით საუბრები უსაფუძვლოა”

გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო და სამთავრობო შტოებს შორის უთანხმოებას შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციაში გადასვლა მოჰყვეს, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ეხმაურება.
როგორც “კვირასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, საზოგადოება პლულარიზმს გადაეჩვია და ამ ფაქტში “ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის წვლილი.

ვოლსკის თქმითვე, არსებობს თემები, რაზეც შესაძლოა პრეზიდენტისა და პრემიერის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მისი შეფასებით, ეს ბუნებრივია. “ნაციონალური მოძრაობა“, გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის არსებობას, დაპირისპირების სტატუსს ანიჭებს და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს-და ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში უთანხმოებაა. ამას პრესაც აქტიურად იტაცებს და თემებით სპეკულირება ხდება. მე აზრთა სხვადასხვაობის გამოვლენა ნორმალური პროცესი მგონია და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ოპოზიციაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით საუბრები უსაფუძვლოა“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები