აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის მიმართულებით ახალი სიმაღლეები და გზები დაიკავა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მთავარ სატრანსპორტო არტერიაზე – ლაჩინის გზაზე კონტროლი დაამყარეს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ, “ლაჩინის ახალი გზის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებით, კონტროლზეა აღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მაღლობი, მთავარი და დამხმარე გზა, ასევე, ლაჩინის რაიონის სოფლებს ჯაგაზურსა და ზაბუჰს შორის არსებული დიდი სასაზღვრო ტერიტორია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები