“ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება არ უმჯობესდება” – რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მორიგი ვიზიტი დაასრულა და იქ არსებული ვითარება პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

მისი თქმით, სადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება არ უმჯობესდება.

„აშკარაა, რომ მთელ რეგიონში საომარი მოქმედებები აქტიურია“, – განაცხადა მან.

გროსი ამბობს, რომ IAEA მუშაობს რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათთან გარკვეული ზომების დაცვის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებით, თუმცა, რა ზომებზეა საუბარი, გროსის არ დაუკონკრეტებია.

გროსისთან ერთად სადგურზე 11-კაციანი დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის, სამი ინსპექტორი სლოვაკეთიდან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან, რომლებიც ობიექტზე ორთვიანი როტაციის საფუძველზე დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები