რომის პაპი ფრანცისკე ჰოსპიტალიზებულია

რესპირატორული ინფექციის გამო, რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეს გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ვატიკანის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 86 წლის პონტიფიკოსს კლინიკაში Covid-19-ზე ტესტიც ჩაუტარდა, თუმცა მას ინფექცია არ დაუდასტურდა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, რომის პაპი ფრანცისკე უჩიოდა სუნთქვის გაძნელებას და დღეს ნაშუადღევს ის გაემგზავრა Policlinico A. Gemelli-ში სამედიცინო შემოწმებისთვის. შედეგმა აჩვენა რესპირატორული ინფექცია (კოვიდის ინფექციის გამოკლებით), რომელიც საჭიროებს შესაბამის თერაპიას“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები