უკრაინის გენშტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა უკრაინელი დამცველები ქალაქს ინარჩუნებენ

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ბახმუტის შტურმს და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა უკრაინელი დამცველები ქალაქს ინარჩუნებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს ქალაქ ბახმუტის შტურმს, მას აქვს ნაწილობრივი წარმატება, თუმცა ჩვენი დამცველები გაბედულად ინარჩუნებენ ქალაქს, იგერიებენ მტრის მრავალრიცხოვან შეტევებს.

დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა დონეცკის ოლქის ორეხოვო-ვასილიევკას რაიონში. დაბომბა დონეცკის ოლქის მინკოვკა, ორეხოვო-ვასილიევკა, ბახმუტი, ჩასოვ იარი და ტორეცკი“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები