რეზნიკოვი: ვცდილობთ დავარწმუნოთ პარტნიორები, რომ გვჭირდება თანამედროვე ავიაცია, როგორიცაა Falcon და Gripen

პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან მიღებული MIG 29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ძალებს აძლიერებს, თუმცა უკრაინას უფრო თანამედროვე ავიაცია სჭირდება, როგორიცაა Faclon ან Gripen, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ ERR-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ თანამედროვე თვითმფრინავები გვჭირდება. იქნება ეს Falcon ან Gripen, თუ სხვა ტიპის თვითმფრინავი. მაგალითად, თანამედროვე რუსული თვითმფრინავების, ისეთი როგორიცაა Су-35, რადარის დიაპაზონი 200 კმ-ზე მეტია და სროლის მანძილი 100 კმ-ზე მეტი. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინისთვის, რათა ისინი ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი გახდეს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან.

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვცდილობთ ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბროთ, რომ პილოტების მომზადება ახლა უნდა დაიწყოს, რადგან ამას დრო სჭირდება. ანალოგიურად, დრო დაიხარჯა საარტილერიო სისტემებზე და მრავალ რაკეტის გამშვებზე, ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, როგორიცაა NASAMS-ი, Patriot-ი და სხვა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები