“ნატო მოლდოვის მხარდაჭერას გააძლიერებს” – ალიანსის გენმდივნის მოადგილე

ნატო, მოლდოვის სუვერენიტეტის დაცვით, რესპუბლიკის მხარდაჭერას გააძლიერებს.

ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.

„მოლდოვა არ არის სახელმწიფო, რომელსაც სურს ნატოში გაწევრიანება, მაგალითად, როგორც უკრაინას ან საქართველოს. რესპუბლიკის კონსტიტუცია ნეიტრალიტეტს ითვალისწინებს და ჩვენ ამას პატივს ვცემთ“, – განაცხადა ჯოანამ რუმინულ TVR Info TV-ზე.

თუმცა, მან დასძინა, რომ ნატო გააძლიერებს მოლდოვას მხარდაჭერას მისი ნეიტრალიტეტის პოზიციის გამო.

„როგორც პრეზიდენტმა – მაია სანდუმ თქვა, ნეიტრალურობა არ ნიშნავს, იყო სუსტი სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ, მდგრადობის ეგიდით, ჩვენ გავზრდით უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერას, რომელიც ასე ახლოს არის რუმინეთსა და ყველა ჩვენგანთან“, – განაცხადა სტოლტენბერგის მოადგილემ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მოლდოვისთვის რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს.

“მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი ოდესაში, დნესტრისპირეთში მისასვლელად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არ იყენებს ჰიბრიდულ ომის არსენალს მოლდოვას წინააღმდეგ”, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები