“ამ ეტაპზე, კიევს F-16-ები არ დაეხმარება” – ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ომის ამჟამინდელ ეტაპზე, კიევს მოიერიშე თვითმფრინავები F-16 არ დაეხმარება.
ამის შესახებ მან სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პენტაგონი მიიჩნევს, რომ უკრაინას ამჟამად ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება, ასევე, შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ჯავშანტექნიკა.
ოსტინის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის ამ ტიპის იარაღის მიწოდებას.
“რაც შეეხება გამანადგურებლებს F-16, გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან დაახლოებით 18 თვე დასჭირდება მათ გამოყენებამდე. მაგრამ ომის ამ ეტაპზე ეს უკრაინელებს არ დაეხმარება“, – თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ოსტინის თქმით, პენტაგონს სჯერა, რომ უკრაინელებს „მომავალში“ შეეძლებათ საბრძოლო თვითმფრინავების მიღება.
მისი თქმით, პოტენციურად, ეს შეიძლება, იყოს F-16 ან მეოთხე თაობის სხვა თვითმფრინავი.