ანრი ოხანაშვილი – სააკაშვილზე: თვითდაზიანების რეჟიმზეა
“სამწუხაროდ, ის არის თვითდაზიანების რეჟიმზე. მან უნდა მიიღოს საკვები – სხვა რეკომენდაცია მასთან მიმართებით არ არის გაცემული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პატიმარი ექსპრეზიდენტის უფლებები დაცულია და სპეკულაციების სივრცე აღარ არსებობს.
“სამწუხაროდ, ის არის თვითდაზიანების რეჟიმზე. ერთადერთი, რაც მანდ უნდა გააკეთოს, რეკომენდაციები, რომ მან უნდა მიიღოს საკვები, ეს შეასრულოს – სხვა რეკომენდაცია მასთან მიმართებით არ არის გაცემული. ის უზრუნველყოფილია განუზომელი რაოდენობით სამკურნალო დაწესებულებაში ვიზიტორებით, მას სტუმრობენ ოჯახის წევრები, მისი უფლებები არის გარანტირებული და დაცული. ერთადერთი, რაც მან უნდა განახორციელოს და მასზეა დამოკიდებული, ანუ, სახელმწიფოზე კი არ არის დამოკიდებული – სახელმწიფო ყველა სერვისს აწვდის. მასზეა დამოკიდებული, რომ ის რაციონი, რაც მას შესაბამისი რეკომენდაციის სახით აქვს გაცემული, რომ მიიღოს. ანუ, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ კონკრეტულ პატიმარს, შესთავაზოს კონკრეტული სერვისები. ახლა დარჩენილია მასზე უკვე ნაბიჯი, რომ მიიღოს საკვები, სხვა საკითხი აქ ვერც იქნება განხილული. რაც შეეხება ექიმების საკითხს – აქაც საუბარი იყო სპეკულაციაზე, რომ თითქოს ექიმს არ აძლევენ შესვლის საშუალებას.
გახსოვთ, რომ უცხოელი ექიმები იყვნენ ჩამოსულები, შევიდნენ, განახორციელეს გამოკვლევები, არავის არ შეუფერხებია. ამიტომ, იუსტიციის სამინისტროდანაც გაკეთდა განცხადება, რომ თუ, ოჯახს სურს, რომ რომელიმე კონკრეტული უცხოელი ექიმი ჩართოს გამოკვლევასთან დაკავშირებით, ეს უზრუნველყოფილი იქნება და სად რჩება სპეკულაციის სივრცე, ეს უკვე გაუგებარია ვინაიდან არავითარი სასპეკულაციო სივრცე აღარ არსებობს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.