“აფინანსებს თუ არა ვალერი მელაძე უკრაინელ სამხედროებს” – რუსეთის პროკურატურაში მისი საქმიანობის გადამოწმების განაცხადი შევიდა
რუსეთის გენერალურ პროკურატურაში შევიდა თხოვნა, შემოწმდეს მომღერალ ვალერი მელაძის საქმიანობა. კერძოდ, “ხომ არ აფინანსებს ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”.
მიმართვის ავტორი უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი, ვიტალი ბოროდინია.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მელაძის კონცერტები გაუქმებულია, ის საქმიანობას საზღვარგარეთ აგრძელებს.
”ბევრ მოქალაქეს აქვს კითხვა, ხომ არ რიცხავს ის გამომუშავებულ თანხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაზე”, – წერს ბოროდინი.
აქტივისტმა მიმართვაში აღნიშნა, რომ მელაძემ “სპეცოპერაცია” არაერთხელ გააკრიტიკა.